ეს პოსტი შეიძლება დამეწერა პირველ ივნისს, არდადეგების დაწყებისთანავე ან თუნდაც გუშინწინ…
მაგრამ მე რატომღაც მომინდა დღეს!
თქვენი არ ვიცი და მე ჯერ კიდევ დედაქალაქის მტვრიან ქუჩებში ვარ, ჯერ კიდევ ველოდები სანატრელ წამს, წამს როდესაც ჩემს ოდნავ უკვე გაცვეთილ ჩემოდანში ტანსაცმელს წიხლით ჩავკუჭავ, მერე ძლივსძლივობით დავკეტავ ჩემოდანს და კმაყოფილი სახით (აი იმ სახით, რომლითაც პატიმრები დიდი ხნის ნანატრ თავისუფლებას უბრუნდებიან ხოლმე) გავაღწევ თბილისიდან!! ჯერ ეს დღე არ დამდგარა, შესაბამისად თბილისის დროითა და შემართებით ვაგრძელებ ცხოვრებას...
ზაფხული ის სეზონია, როდესაც თბილისში გაჩერება შეუძლებელზე მეტია, თუნდაც აუზებში და სხვა აქუა სერვისებში იაროთ. თბილისის ზღვას კიდევ ჩემი აბაზანა მირჩევნია 1001 თავით, ჯერ ერთი ტბააა და არა ზღვა და მეორე არ იწმინდება (შიგაა რაცააო)..
ნუ მოკლედ მხოლოდ მე და ჩემნაირ უბედურებს ვუთანაგრძნობ რომლებსაც ან სწავლა აქვთ და ან სამსახური.
ოცნების დროა:
წარმოიდგინეთ: ხართ ბათუმში, იღვიძებთ 7 საათზე 2 საათის ნამძინარევი, ირგვლის საოცრად განსხვავებული ჰაერია (ნესტიანი მაგრამ ძალზედ სასიამოვნო), ირგვლივ სიწყნარეა და უგემრიელესი ნიავი უბერავს. იცვავ შოლტებს, თხელ მაიკას და კეტებს (რათქმაუნდა სარბენათ) და მივუყვებით სირბილით სანაპიროს, ქალაქს თითქოს სძინავს გუშინდელი ღამის შემდეგ და თავს განსხვავებულად გრძნობ რომ იქ მარტო ხარ. რვისკენ უკვე გიერთდებიან სხვებიც ოღონდ ის მცირე ნაწილი ვინც იცის, როდის არის ზღვა ყველაზე სუფთა და კარგი ტემპერატურის. უკვე დაღლილი ერთი სული გაქვს როდის გააპობ წყნარ და ისეთ სუფთა ზღვას რომ პატარა კენჭებიც კი მოჩანს. იხდი კეტებს და გრილ ქვიშაზე ფეხშიშველი მიაბიჯებ, ზღვიდან მარილის სუნი ოდავ წაჰკრავს გრილ ნიავს და თითქოს ზღვის გემო უკვე იცი, სანამ მასში შეცურავ, შემდეგ ნელ-ნელა ეჩვევი მის ტემპერატურას და გული ისე გიჩქარდება, რომ მისი ხმა გესმის, ოღონდ ამ ყველაფერს მუღამი დაეკარგება თუ ცურვა არ იცი. როდესაც ზღვაში ხარ ორგანიზმი გთხოვს რაც შეიძლება შორს, ძალიან შორს შეცურო, კუნთებში თითქოს დაღლილობა ქრება და ახალი ძალით იმუხტები, თითქოს რაღაც უზარმაზარს შენი სხეული ისაკუთრებს და მართავს, თან დიდი ინტერესიც გაგსდევს იმისა თუ რა ხდება შენს ქვემოთ.
როდესაც ზღვა თავს მოგაბეზრებს და თუ მზეც ჯერ არ გამოჩენილა მაშინ დრო უნდა იხელთო და გაირუჯო..
გაგეცინათ ?
აუცილებელი არაა რომ მზე მთელი სიმძლავრით გაჭერდეთ რომ ზაგარი მიიღოთ და ეს ასეც არაა რადგან ასეთ დროს უმეტესად კანი იწვის ვიდრე ირუჯება და მერე კანაქერცლილმა ბომჟივით უნდა იარო. ყველაზე კარგი სიტუაცია მაშინაა როდესაც თითქმის დილაა და მზეს ჯერ კიდევ არ გამოუნათებია, რადგან მისი სხივები მაინც აღწევენ შენამდე, მაგრამ არ იწვები.
ამის შემდეგ ყველა თავისებურად ატარებს დროს მაგრამ მე ისევ იქვე ახლოს ყოფნას ვამჯობინებ პატარა ფაცხაში ვანილის და მარწყვის ნაყინით.
საღამოს უმეტესობა სახლებში მიდის ოღონდ რათქმაუნდა ბათუმის მაცხოვრებლები, მაგრამ დამსვენებლებისთვის გართობა მაშინ იწყება და 4-5 საათამდე გრძელდება. მართალია ამ ხელისუფლებას ბევრ რამეს ვემდური, მაგრამ იმას ნამდვილად ვაფასებ რომ ბათუმი ასეთი ლამაზი და კეთილმოწყობილია.
მორჩა ოცნებები :) ეხლა ჯობია მწარე რეალობას დავუბრუნდე და რეალურ სამყაროში დავბრუნდე... მაგრამ შეიძლება ეს ოცნება ახდეს რა იცი იმედი ბოლოს კვდება... :):)

Комментариев нет:
Отправить комментарий